საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ გაუხარდება, თუკი ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდება.
ამის შესახებ წულუკიანმა ჟურნალისტებთან დღეს იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმად საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს, ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკასა და პარტიაში დაბრუნების თხოვნით მიმართოს.
"თუ პოლიტიკაში მობრუნდება ყოფილი პრემიერი, მე, როგორც ერთ ადამიანს, ეს გამიხარდება, მაგრამ რამდენადაც ვიცი, ის ამას არ აპირებს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
უმრავლესობის თხოვნასთან დაკავშირებით ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა, რომელიც ჯერჯერობით დაუდასტურებელია.
მასალის გამოყენების პირობები