გამომდინარე იქედან, რომ საქართველო ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით საშინაო დავალებებს შესანიშნავად ასრულებს, იმედი არის, რომ რიგის სამიტზე ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქეით პენტუს-როსიმანუსმა თამარ ბერუჩაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მოსამზადებელი სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე დასრულებული აქვს.
"რამდენადაც თქვენ საშინაო დავალებას შესანიშნავად ასრულებთ, რა თქმა უნდა, იმედი არის, რომ რიგაში პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება მიღებული. შესაძლოა, ნამდვილად განხორციელდეს, რომ საქართველომ მიიღოს უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან. ეს გადაწყვეტილება თქვენი ხალხისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა ქეით პენტუს-როსიმანუსმა.
მასალის გამოყენების პირობები