ევროპის საბჭოს ინფორმაციით, შეთანხმება საქართველოსთვის, უკრაინისთვის, მოლდოვასთვის, ბელორუსისთვის, სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის 2015-2017 წლებში 33,8 მილიონი ევროს გამოყოფას და ამ ქვეყნებში ერთობლივი პროექტების დაფინანსებას ითვალისწინებს.
შეთანხმებას ბრიუსელში, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილემ გაბრიელა ბატაინი-დრაგონიმ და ევროკომისიის სამეზობლო საკითხების დირექტორატის ხელმღვანელმა მიკაელ კიოჰლერმა მოაწერეს ხელი.
მასალის გამოყენების პირობები