Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/12/201853.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
აფრასიძეების საქმეზე პროკურატურამ მსჯავრდებულების დედა დაკითხა
2004 წლელს სვანეთში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებზე პროკურატურაში დოდო აფრასიძე დაკითხეს. გოჩა და შმაგი აფრასიძეების დედამ განაცხადა, რომ გამომძიებლებმა შეკითხვები ოჯახის წევრების საქმიანობის შესახებაც დაუსვეს. დოდო აფრასიძე საქმეზე მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი ბარამიძის დაკითხვას ითხოვს. მისი განმარტებით, სპეცოპერაციას სწორედ ბარამიძე ხელმძღვანელობდა. "ვითხოვ მხოლოდ სიმართლის დადგენას, რადგან იმ ე.წ. სპეცოპერაციის დღიდან დღემდე სიმართლე არ თქმულა. იმედი მაქვს, ახალი ხელისუფლება სიმართლეს დაადგენს და ჩემი შვილები უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდებიან. გიორგი ბარამიძის დაკითხვა არ კმარა. თუ კანონი არსებობს, ის ჩემს შვილებს უნდა ჩაენაცვლოს ციხეში. ბარამიძეს ყველაფრის სააკაშვილზე გადაბრალება არ გამოუვა. მართალია, ბრძანება სააკაშვილმა გასცა და ამით საბავშვო ბაღებში მისვლისასაც კი ტრაბახობდა, მაგრამ ადგილზე ბევრი საზიზღრობა ჩაიდინეს, რასაც ბარამიძე ხელმძღვანელობდა. მას ეს ბრძანება არ უნდა შეესრულებინა. რა არის ისეთი სამსახური, რომ ასეთი ცოდვა აიკიდო?! რა დროს რა მოხდა, უკვე ვეღარ ვაანალიზებ. ისეთი გამწარებული და არეული ვარ, არ ვიცი, როგორ ვუძლებ ამ ყველაფერს", - აღნიშნა დოდო აფრასიძემ. აფრასიძეების დედა მთავარ პროკურატურაში მოწმის სტატუსით გუშინ დაკითხეს. დაკითხვა დაახლოებთ 5 საათს გაგრძელდა. შეგახსენებთ, რომ სვანეთში სპეცოპერაცია 2004 წელს ჩატარდა, რომლის შედეგადაც დაიღუპნენ ევგენი და ომეხ აფრასიძეები, გოჩა და შმაგი აფრასიძეები კი, საპატიმროში იმყოფებიან. გოჩა აფრასიძეს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, შმაგი აფრასიძეს კი - 18 წლით. მაშინ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი ბარამიძე იყო. აფრასიძეების ახლობლები ირწმუნებიან, რომ გიორგი ბარამიძე სპეცოპერაციის მიმდინარეობისას ადგილზე იმყოფებოდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.