აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში ტომას მელია და აშშ–ის იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი ქეთრინ ნიუკომბი რეგიონული ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეწვევიან.
როგორც რადიო „ათინათს“ აშშ-ს საელჩოდან აცნობეს მელია და ნიუკომბი საქართველოს მთავრობის, აგრეთვე მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდებიან.
„აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, რაც ქვეყანას ევრო–ატლანტიკური მისწრაფებების განხორციელებასთან დააახლოებს.“-ნათქვამია აშშ-ს საელჩოს განცადებაში.
მასალის გამოყენების პირობები