პოლიტიკა
"მაუწყებლობის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტში ინიცირებულია
"მაუწყებლობის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომლის მთავარი არსიც სატელევიზიო რეკლამის დროის ლიმიტირებაში მდგომარეობს, პარლამენტში ინიცირებულია.  კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ შემუშავებული პროექტის ინიცირება პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა განახორციელა, რომელიც საკითხს დღეს პირველი მოსმენით განიხილავს. 
პროექტით სატელევიზიო ეთერში სარეკლამო ჭრების დროითი მოცულობა იზღუდება და კანონის საფუძველზე მცირდება.  "მაუწყებლობის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, 2015 წლიდან სარეკლამო ჭრა (სარეკლამო და სასპონსორო ბლოკი) იქნება არა უმეტეს 15 წუთი ერთი საათის განმავლობაში, რაც ერთ საათში ერთჯერადად არ განთავსდება და სამ-ოთხჯერ "გაიჭრება". გარდა ამისა, პროექტით შეთავაზებულია, რომ ახალი ამბების პროგრამა რეკლამით შეიძლება შეწყდეს არა უმეტეს 30 წუთში ერთხელ. ასეთივე ტიპის შეზღუდვა ეხება საბავშვო პროგრამებს, მხატვრული ფილმის რეკლამით წყვეტას.  მარეგულირებელი კომისია აღნიშნული პროექტის მომზადებას ევროდირექტივების შესრულების ვალდებულებას უკავშირებს. 
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.