ამერიკელი სენატორები საქართველოში ექს-მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებით წუხილს და შეშფოთებას გამოხატავენ. ჯინ შაჰინი, ჯო ლიბერმანი, ჯეიმს რიჩი, ლინდსეი გრეჰემი და ჯონ მაკკეინი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართეს.
“ჩვენ უაღრესად შეშფოთებულები ვართ ოპოზიციურ პარტიასთან ასოცირებული პირების დაკავებების, გამოძიების და დაპატიმრებების შესახებ მომდინარე ცნობების გამო. ჩვენ გწერთ, რათა გამოვხატოთ ჩვენი მზარდი შეშფოთება იმ შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით, რომ ეს მოქმედებები პოლიტიკურად არის მოტივირებული. ჩვენ მოგიწოდებთ, რომ თქვენმა ადმინისტრაციამ გააკეთოს ყველაფერი, რათა თავიდან აიცილოს უბრალო აღქმაც კი იმის შესახებ, რომ ადგილი აქვს შერჩევით სამართალს ყოფილი მთავრობის წევრების წინააღმდეგ. ჩვენ მივესალმებით თქვენ სიტყვებს შერჩევითი სამართლის გამორიცხვასთან დაკავშირებით, მაგრამ ვწუხვართ, რომ ამის თქვა გვიწევს: ჩვენ განვითარებით უაღრესად შეშფოთებულები ვართ. განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო თქვენი საგარეო საქმეთა მინისტრის, ქალბატონი მაია ფანჯიკიძის კომენტარები, რომელმაც განაცხადა, რომ ხელისუფლების ექს-წევრები კრიმინალები და დამნაშავეები არიან. დამნაშავე და უდანაშაულო ობიექტურმა სასამართლომ უნდა განსაზღვროს, სხვაგვარად ძირი ეთხრება კანონის უზენაესობას-„ ნათქვამია ზემოხსენებული რესპუბლიკელი და დემოკრატი სენატორების ერთოლივ მიმართვაში, რომელსაც “ფორეინ პოლისი” აქვეყნებს.
როგორც ცნობილია, მაია ფანჯიკიძემ დაკავებული ექს-მაღალჩინსონების “კრიმინალობისა და დამნაშავეობის” შესახებ განაცხადება ცოტა ხნის წინ ვაშინგტონში ვიზიტის დროს სწორედ “ფორეინ პოლისისთვის” მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
მასალის გამოყენების პირობები