ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თომას მელიამს განცახდებით აშშ მხარს უჭერს საქართველოს სურვილს, გააუმჯობესოს ურთიერთობები მეზობლებთან.
როგორც ტომას მელიამ ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის დაგეგმილი შეხვედრის კომენტირებისას აღნიშნა, ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს სურვილს რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სურვილს რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ იმასთან დაკავშირებით, როგორ მოხდეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზება. ასევე, მხარს ვუჭერთ საქართველოს სურვილს გააუმჯობესოს ურთიერთობები მეზობლებთან", - აღნიშნა თომას მელიამ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გრიგორი კარასინს ხვალ შეხვდება.
მასალის გამოყენების პირობები