უშედეგოდ დასრულდა ჟენევის მოლაპარაკების 22-ე რაუნდი, შეხვედრები ორ სამუშაო ჯგფუს შორის ჩატარდა, პირველი ჯგუფის განხილვის თემა სამშვიდობო საკითხები და ადგილზე არსებული სიტუაცია იყო.
მეორე სამუშაო ჯგუფის შეხვერდა რუსულმა დელეგაციამ და ოკუპირებული მხარის წარმომადგენლებმა დატოვეს, მათ ქართული ინიციატივის, დევნილთა დაბრუნებისა და ადმინისტრაციულ საზღვრებზე თავისუფლად გადასვლის საკითხების განხილვა არ ისურვეს.
მოლაპარაკების შემდეგ გრეგორი კარასინმა განაცხადა, რომ ქართულმა დელეგაციამ კავკასიაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებზე ახალი იდეები არ წარმოადგინა. საწინააღმდეგოს ამტკიცებს ქართული მხარე და ადასტურებს, რომ წარმოდგენილი იყო კონკრეტული წინადადებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისუფლად გადაადგილების, გაზითა და წყლით მომარაგების საკითხებზე.
მასალის გამოყენების პირობები