პოლიტიკა
რადიო თავისუფლების ბაქოს ბიუროს თანამშრომლები დაკითხეს
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის ბაქოს ბიუროს 12-ვე დაკავებული თანამშრომელი 28 დეკემბერს დაკითხვის შემდეგ ბრალის წაყენების გარეშე გაათავისუფლეს. მათი დაკითხვა თითქმის 12 საათს გაგრძელდა.
დღეს ბაქოს ბიუროს კიდევ 8 ყოფილი და ახლანდელი თანამშრომელია დაკითხვაზე დაბარებული. ისინი გააფრთხილეს, რომ ნებით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, იძულებით წაიყვანენ დაკითხვაზე. რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის ბაქოს ბიუროს თანამშრომლებს, 28 დეკემბრის დაკითხვაზე, ადვოკატის აყვანის უფლება არ მისცეს.
რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის ბაქოს ბიუროს თანამშრომელთა იძულებით წაყვანას დაკითხვაზე „უპრეცედენტო“ უწოდა რადიო თავისუფლება/თავისუფალი ევროპის მთავარმა რედაქტორმა და კომპანიის ერთ-ერთმა მთავარმა აღმასრულებელმა პირმა ნენად პეიჩმა. „აზერბაიჯანის პოლიცია ჩვენი რადიოს თანამშრომლებისა და მათი ოჯახების ტერორიზებას ახდენს“, - განაცხადა ნენად პეიჩმა.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები