პრეზიდენტმა საახალწლოდ 84 პატიმარი შეიწყალა. მათგან 63 მსჯავრდებული საპატიმროს დღესვე დატოვებს და ახალ წელს საკუთარ ოჯახებში შეხვდებიან. 63 მსჯავრდებულს შორის 1 ქალი და 1 არასრულწლოვანია. 21 მსჯავრდებულს კი სასჯელი შეუმსუბუქდა.
შეწყალების კომისიამ სულ 500-მდე განაცხადი განიხილა. შეწყალებული პატიმრების უმრავლესობა ძირითადად სასჯელს ნარკოდანაშაულზე იხდიდნენ.
როგორც ცნობილია შეწყალებული პატიმრები სპეციალურ პროგრამაში ჩაერთვებიან, რაც მიზნად ისახავს მათ რესოციალიზაციას. პროგრამა საქართველოს პრეზიდენტის ფონდიდან დაფინანსდება. ამ საკითხთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგნელბი პრეზიდენტს შეხვდებიან.
მასალის გამოყენების პირობები