პოლიტიკა
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) კვლევის შედეგების მეორე ნაწილი წარმოადგინა
კვლევის მიხედვით, საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი რესპონდენტთა 80 პროცენტს მოსწონს, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კი - 29 პროცენტს. გამოკვლევაში შეყვანილი სხვა პოლიტიკოსების რეიტინგები ასე გამოიყურება, 63 პროცენტი – დავით უსუფაშვილი; 61-61 პროცენტი – ეკა ბესელია და თინა ხიდაშელი; 60 პროცენტი – ზვიად ძიძიგური; 53 პროცენტი – კობა დავითაშვილი; 45 პროცენტი – მანანა კობახიძე; 44 პროცენტი – გოგი თოფაძე; 42-42 პროცენტი – დავით ბაქრაძე და გუბაზ სანიკიძე; 40 პროცენტი – დავით საგანელიძე; 36 პროცენტი – ზურაბ აბაშიძე; 35 პროცენტი – გიორგი თარგამაძე; 34 პროცენტი – კახა კუკავა; 30 პროცენტით გუგული მაღრაძე. გამოკითხულთა 63%-სთვისთვის მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს კოალიცია "ქართული ოცნება" დგას, გამოკითხულთა 10%-სთვის კი მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს "ნაციონალური მოძრაობა". შეკითხვაზე: "რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს?" - გაოკითხულთა 10%-მა პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა, ხოლო 8%-მა არ იცის. აღნიშნულ კატეგორიაში გამოკითხულთა 5% მიიჩნევს, რომ თავის შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია დგას, ხოლო 3% თვლის, რომ ასეთი პოლიტიკური პარტია "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობაა". რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ პარტიებს, მათ მხარი გამოკითხულთა 1%-მა დაუჭირა. გამოკითხულთა 34% პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის საქმიანობას "ძალიან კარგად", ხოლო 35 "კარგად" აფასებს. NDI-ის კვლევის თანახმად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის საქმიანობა გამოკითხულთა 5%-მა "ძალიან კარგად", ხოლო 33%-მა "კარგად" შეაფასა. "ქართული ოცნების" წარმომადგენლის, მანანა კობახიძის საქმიანობას გამოკითხულთა 6% "ძალიან კარგად", ხოლო 28% "კარგად" აფასებს. კვლევაში პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით ბაქრაძის საქმიანობა 4%-მა "ძალიან კარგად", ხოლო 17%"კარგად" შეაფასა. რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმიანობას, მას გამოკითხულთა მხოლოდ 3% აფასებს "ძალიან კარგად", ხოლო 13%-ს მიაჩნია, რომ მისი საქმიანობა "კარგია". თბილისის მერის გიგი უგულავას საქმიანობას "ძალიან კარგად" 3%, "კარგად" კი 11% აფასებს. რაც შეეხება გიგა ბოკერიას, მისი საქმიანობა "ძალიან კარგად" გამოკითხულთა 1%-მა შეაფასა, ხოლო 5%-მა "კარგად. NDI-ის კვლევის თანახმად, ,,სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარ ეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გამოკითხულთა 93%-ს მოსწონს. NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითული მოსახლეობის 70% ფიქრობს, რომ სოფლის მეურნეობის საკითხების მოგვარებას "ქართული ოცნება" შეძლებს, ხოლო 5% ფიქრობს, რომ ამ საკითხებს "ნაციონალური მოძრაობა" მოაგვარებს. ამასთან, გამოკითხულთა 68% მიიჩნევს, რომ პენსიების საკითხების მოგვარებას "ქართული ოცნება" შეძლებს, 7% კი ფიქრობს, რომ ამ საკითხს "ნაციონალური მოძრაობა" მოაგვარებს. გამოკითხულთა 68% ფიქრობს, რომ ჯადაცვის საკითხებს "ქართული ოცნება" მოაგვარებს, ხოლო 7% ფიქრობს, რომ ამ საკითხის მოგვარებას "ნაციონალური მოძრაობა" შეძლებს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.