სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით პირველი საქმე, რომელზეც მუშაობა დაიწყო თენგიზ გუნავას საქმეა.
სახალხო დამცველის აპარატმა პროკურატურიდან შსს-ს გენინსპექციის ყოფილი უფროსის, თენგიზ გუნავას, ყოფილი შს მინისტრის, ბაჩო ახალაიასა და გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსის, გიგი კალანდაძის საქმეებზე მასალები გამოითხოვა.
ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს სახალხო დამცველმა განაცხადა.
ნანუაშვილის განმარტებით, სახალხო დამცველის აპარატმა პროკურატურიდან გახმაურებული დაკავებების დეტალურად შესასწავლად მასალები გამოითხოვა იმისთვის, რომ "მაქსიმალურად მოკლე დროში სიმართლე გაირკვეს".
მასალის გამოყენების პირობები