ამერიკული არმიის სერჟანტს რობერტ ბეილზს, რომელმაც ავღანეთში 16 მშვიდობიანი მცხოვრები დახვრიტა სიკვდილით დასჯა ემუქრება.
ასეთ სასჯელს მისთვის სამხედრო ტრიბუნალი მოითხოვს, რომლის სხდომა აშშ–ში ლიუის–მაკორდის ბაზაზე გაიმართება, თუმცა მისი ჩატარების ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია.
მიმდინარე წლის მარტში, პროვინცია კანდაგარში რობერტ ბეილზმა ავღანელების ჯგუფს უმიზეზო სროლა აუტეხა, რასაც 16 ადამიანი, მათ შორის, ქალები და ბავშვები შეეწირნენ. ბეილზი, რომელმაც ამერიკის არმიაში მსახური 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ დაიწყო, სამჯერაა ნამყოფი ერაყში სადაც მან კანტუზია მიიღო.
euronews
მასალის გამოყენების პირობები