პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი პარიზში სოლიდარობის აქციას დაესწრება
პარიზში, კვირას ევროპელი ლიდერების მონაწილეობით დაგეგმილ ერთიანობის მხარდასაჭერ მიტინგს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება.  ირაკლი ღარიბაშვილი პარიზში, Charlie Hebdo-ს რედაქციაზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის გამო მწუხარებას კიდევ ერთხელ გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ საქართველო სოლიდარობას უცხადებს საფრანგეთს და ფრანგ ხალხს. საქართველოს პრემიერ–მინისტრი მიიჩნევს, რომ ეს დიდი ტრაგედია არის არა მხოლოდ საფრანგეთის, არამედ ზოგადად, მთელი თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს პრობლემა და მას ერთიანი ძალისხმევით ბრძოლა სჭირდება. საქართველოს პრემიერ–მინისტრი აცხადებს, რომ ტერორიზმს გამართლება არ შეიძლება მოეძებნოს, სიტყვისა და პრესის თავისუფლება ის უზენაესი უფლებაა, რომელიც ყველგან და ყოველთვის სათანადოდ უნდა იყოს დაცული.
ირაკლი ღარიბაშვილი პარიზს ხვალ ეწვევა და საქართველოს სახელით ფრანგ ხალხს პირადად მიუსამძიმრებს. უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პარიზში, სოლიდარობის აქციაში მონაწილეობას მიიღებენ ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, ევროკომისიის თავმჯდომარე ჟან-კლოდ იუნკერი და ევროპარლამენტის პრეზიდენტი მარტინ შულცი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი, ესპანეთის პრემიერი მარიანო რახოი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, იტალიის პრემიერ-მინისტრი მატეო რენცი, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი და სხვა ქვეყნის პირველი პირები. 
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.