ათასობით ადამიანი შეიკრიბა დრეზდენის ცენტრში რათა ევროპის ისლამიზაცია გააპროტესტოს. პარიზის ტერაქტების შემდეგ მიტინგი PEGIDA-ს (Patriotic Europeans Against the Islamization of the West) ორგანიზებით გაიმართა.
აქცია შედგა, მიუხედავად იმისა, რომ მის გადადებას რამდენიმე გერმანელი პოლიტიკოსი ითხოვდა.
გერმანიის იუსტიციის მინისტრმა ჰეიკო მაასმა ხალხს სთხოვა - არ წასულიყვნენ ანტიისლამისტური ორგანიზაციის აქტივისტების მიერ მოწყობილ მარშზე, ხოლო თავად ორგანიზაციის წევრებს მოუწოდა - ბოროტად არ გამოყენონ პარიზის ტრაგედია.
გერმანიის კანცელრმა ანგელა მერკელმა პირობა დადო, რომ მონაწილეობას მიიღებდა სხვა მარშში „ ღია და ტოლერანტული გერმანიისათვის“, რომელიც სამშაბათს უნდა გაიმართოს.
მასალის გამოყენების პირობები