ფრანგული მედიის ინფორმაციით, ბოლო ოთხი დღის განმავლობაში ფრანგულ ვებგვერდებზე თითქმის 19 ათას კიბერშეტევა მოხდა.
საფრანგეთის არმიის გენშტაბის კიბერუსაფრთხოების სამმართველოს ცნობით, პარიზში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, სხვადასხვა ფრანგულ ვებგვერდზე 19 ათასი კიბერშეტევა დაფიქსირდა. სამმართველოს ხელმძღვანელის, არნო კუსტიერის განცხადებით, ფრანგულ ვებგვერდებზე ისლამური დროშები და ლოზუნგები ჩნდება.
„მსგავსი შემთხვევები საფრანგეთში მანამდე არასდროს ყოფილა. კიბერშეტევის მსხვერპლი გახდა თითქმის ყველა შინაარსის ვებგვერდი, დაწყებული სახელმწიფო უწყებებიდან, დასრულებული კერძო ფირმების, მათ შორის მცირე ბიზნესის, ვებგვერდებით", - აღნიშნა არნო კუსტიერმა.
მასალის გამოყენების პირობები