რუსეთი იზოლირებულია, მისი ეკონომიკა კი დაშლილია. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კონგრესისათვის ყოველწლიური მიმართვისას განაცხადა.
„დღეს ამერიკა ძლიერი და ერთიანია ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, რუსეთი იზოლირებულია, მისი ეკონომიკა კი დაშლილია. სწორედ ასე მიიწევს წინ ამერიკა -არა ფუჭი მუქარით, არამედ მუდმივი, ურყევი სიმტკიცით“, - აღნიშნა ბარაკ ობამამ.
მისივე თქმით, აშშ-ის მიერ უკრაინის მხარდაჭერა ამერიკული ძალისა და დიპლომატიის დემონსტრირება იყო, რომელმაც მოსკოვი და მისი ეკონომიკა იზოლაციაში მოაქცია.
„რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობით, უკრაინის დემოკრატიის მხარდაჭერითა და ნატო-ს მოკავშირეების თანადგომით, ვიცავთ პრინციპს, რომ დიდ სახელმწიფოებს არ აქვთ უფლება დაემუქრონ მცირე სახელმწიფოებს“, -- აღნიშნა ბარაკ ობამამ.
მასალის გამოყენების პირობები