პოლიტიკა
დავუთოღლუ: თურქეთი არ ცნობს ყირიმის ანექსიას
თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმეთ დავუთოღლუმ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას დაუჭირა მხარი. ამის შესახებ მან უკრაინის პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოსთან შეხვედრისას განაცხადა. "უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი მნიშვნელოვანია არა მარტო ჩვენთის, არამედ მთელი რეგიონისთვის", - თქვა დავუთოღლუმ. მან ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი არ ცნობს ყირიმის ანექსიას.
დავუთოღლუმ თქვა, რომ უკრაინა და მისი სტაბილურობა საკვანძო საკითხია შავის ზღვის აუზის ქვეყნებისათვის. თავის მხრივ, პოროშენკომ მას ერთობლივი ძალისხმევისკენ მოუწოდა, რეგიონალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
შეხვედრის მონაწილეებმა ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურებაზე ისაუბრეს, მათ შორის, სამხედრო - ტექნიკურ და ენერგეტიკულ სფეროში.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები