პარლამენტის მიერ მიღებულ ამნისტიის კანონს პრეზიდენტმა ვეტო დაადო, რადგან ის კანონის ზოგიერთ მუხლს, მათ შორის, ჯაშუშობასა და პედოფილიაში მსჯავრდებულების გათავისუფლებას არ ეთანხმება.
28 დეკემბერს, პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო, 91 ხმით 24-ის წინააღმდეგ, დაძლია, ამის შემდეგ კი კანონი ხელმოსაწერად კვლავ პრეზიდენტს გადაეგზავნა. კანონმდებლობის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი კანონს ხელს გადაგზავნიდან 7 დღეში არ მოაწერს, ამას საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე გააკეთებს. აღნიშნული ვადა დღეს იწურება. კანონი ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევა.
პარლამენტის მიერ მიღებული ამნისტიის კანონი თითქმის ყველა მსჯავრდებულს ეხება.
მასალის გამოყენების პირობები