თეა წულუკიანმა გუშინ დარბაზ "ჯაზუსთან", სადაც ის იური ვაზაგაშვილის სამძიმარზე იმყოფებოდა განაცხადა: "ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ დღეს ვართ ძლიერი ხელისუფლება, რადგან თვალწინ აგვიფეთქდა ისეთი ადამიანი, როგორიც იყო იური ვაზაგაშვილი".
მისი თქმით, სექტემბრიდან მოყოლებული ზურა ვაზაგაშვილის საქმეზე პროკურატურა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სამართლიანობის გზაზე დააყენოს ეს საქმე და "ეს თავად ბატონმა იურიმაც უკვე იცოდა", - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
თეა წულუკიანი ალექსანდრე ჭიკაიძის თანამდებობიდან გადადგომის საკითხსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ჭიკაიძემ გაბედული და სწორი ნაბიჯი გადადგა.
მასალის გამოყენების პირობები