ალექსანდრე ჭიკაიძის თანამდებობიდან გადადგომა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სწორად გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივ ცენტრ "ჯაზუში", იური ვაზაგაშვილის პანაშვიდზე ყოფნისას განაცხადა. მისი თქმით, ჭიკაიძემ პატივი სცა ოფიცრის მუნდირს და საკუთარი პასუხისმგებლობა მაქსიმალურად გამოხატა.
ბიძინა ივანიშვილის სიტყვებით, სანამ კითხვები არსებობს საზოგადოებაში, ალექსანდრე ჭიკაიძე აუცილებლად ასე უნდა მოქცეულიყო.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს გადადგომის მოთხოვნით 23 დეკემბერს მიმართა.
მასალის გამოყენების პირობები