კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში, იქ სადაც დღეს იური ვაზაგაშვილი უნდა დაკრძალონ უსაფრთხოების გამკაცრებული ზომები მოქმედებს. სასაფლაოზე , სადაც იური ვაზაგაშვილი ააფეთქეს სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლები არიან მობილიზებულები.
კინოლოგებმა უკვე დაათვალიერეს სასაფლაო და მისი მიმდებარე ტერიტორია.
იური ვაზაგაშვილის სახლთან კი მისი ნათესავები და ოჯახის წევრები იკრიბებიან. დღეს ვაზაგაშვილის ნათესავები ტელეკამერებთან გამოძიების მიმდინარეობაზე არ საუბრობენ.
მასალის გამოყენების პირობები