პოლიტიკა
ბარაქ ობამა საუდის არაბეთს ეწვევა
აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა საუდის არაბეთს ეწვევა. "ბიბისის" ინფორმაციით, აშშ-ის ლიდერი ინდოეთში სამდღიან ვიზიტს შეწყვეტს და სამშაბათს საუდის არაბეთში ჩავა, სადაც ქვეყნის ახალ მეფე სალმანს შეხვდება.
79 წლის სალმანმა მეფის ტახტზე, სამი დღის წინ გარდაცვლილი მეფე აბდულა შეცვალა. ელ რიადში გამართულ აბდულას დაკრძლვას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი დაესწრო.
საუდის არაბეთის ახალი მეფის, სალმანის განცხადებით, წინამორბედის პოლიტიკურ კურსს შეინარჩუნებს.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები