საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენლებს შორის დღეიდან ტექნიკური კონსულტაციები დაიწყო.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში მიმდინარე შეხვედრების ძირითად განსახილველ საკითხს წარმოადგენს ავიაკომპანიების მიერ პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულების ფრენის სიხშირეები კვირის განმავლობაში. შეხვედრას ასევე ესწრება შვეიცარიის საელჩოს წარმომადგენელი.
უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული მოლაპარაკების ფარგლებში ქართული მხარე მაქსიმალურად შეეცდება, ქართული ავიაკომპანიების და ამავდროულად მომხმარებელთა /მგზავრთა ინტერესები გაითვალისწინოს .
მასალის გამოყენების პირობები