"ოფიციალური კიევი უარს ამბობს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების გზით სიარულზე და მშვიდობიანი პერიოდი ძალების გადაჯგუფებისთვის გამოიყენა". - "იტარ-ტასის" ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც წინააღმდეგობა გაუწიეს, კიევმა საომარი მოქმედებები შეწყვიტა და ეს პერიოდი ჯარების გადაჯგუფებისთვის გამოიყენა, შემდეგ კი, ისევ განაგრძეს ეს მოქმედებები. "უკვე ათასობით ადამიანი დაიღუპა და ეს, რა თქმა უნდა, რეალური ტრაგედიაა", - აღნიშნა პუტინმა. მისი თქმით, უკრაინაში, სამოქალაქო ომია და ფიქრობს, რომ იქ ეს ყველას ძალიან კარგად ესმის.
გარდა ამისა, რუსეთის პირველმა პირმა უკრაინის არმიას ნატოს ლეგიონი უწოდა, რომელიც, მისი თქმით, უკრაინის ეროვნულ ინტერესებს კი არ იცავს, არამედ აპირებს მიაღწიოს თავის გეოპოლიტიკურ მიზანს რუსეთის შეკავებასთან დაკავშირებით. ეს კი, პუტინის აზრით, სულაც არ ეთანხმება უკრაინელი ხალხის ეროვნულ ინტერესებს.
მასალის გამოყენების პირობები