Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/01/527463_116523681840211_1154505193_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
სოციალურ ქსელებში საქართველოს პრეზიდენტის მხარდასაჭერი პეტიცია გავრცელდა
სოციალურ ქსელებში საქართველოს პრეზიდენტის მხარდასაჭერი პეტიცია გავრცელდა, რომელზეც ხელმოწერების შეგროვება მიმდინარეობს. პეტიციაში, რომლის ავტორია მოძრაობა "პატრიოტები", ნათქვამია - მიხეილ სააკაშვილი 2013 წლის ოქტომბრის ჩათვლით არის საქართველოს კონსტიტუციურად არჩეული პრეზიდენტი. "ჩვენ ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად. მიხეილ სააკაშვილი საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, 2013 წლის ოქტომბრის ჩათვლით არის საქართველოს კონსტიტუციურად არჩეული პრეზიდენტი და მისი ლეგიტიმაციის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება არის ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკონსტიტუციური ქმედება, ასევე, უპატივცემულობაა საქართველოს მოსახლების იმ დიდი ნაწილის მიმართ, ვინც მიხელ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტად აირჩია! ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის ადამიანები, ვინც ითხოვენ საქართველოს პრეზიდენტის გადადგომას, აყენებენ პირდაპირ ზიანს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას და ფეხქვეშ თელავენ საქართველოს კონსტიტუციას. აქედან გამომდინარე, დავიწყეთ საქართველოს იმ მოქალაქეთა ხელმოწერების შეგროვება, რომელთათვის კონსტიტუცია და კანონი არის უმთავრესი პრინციპი საქართველოს, როგორც სახელმწიფოს არსებობისთვის და, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახელმწიფოს მეთაურად ყოფნას მისი კონსტიტუციით დადგენილი ვადის ამოწურვამდე(2013 წლის ოქტომბერი)! გვინდა, ყველასთვის ნათელი იყოს, რომ მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფი, რომელიც პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს, არ არის უფლებამოსილი, პრეზიდენტის ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს და არ წარმოადგენს მთელი საქართველოს მოსახლეობას", - ნათქვამია პეტიციაში. პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება 20 იანვარს დასრულდება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
17 / აპრილი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.