პოლიტიკა
თამარ ბერუჩაშვილი აშშ-ს სამუშაო ვიზიტით ესტუმრება
28 იანვრიდან 4 თებერვლის ჩათვლით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება თამარ ბერუჩაშვილის შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან, აღმოსავლეთ ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფორმატში. საქართველოს საგარეო უწყების პირი ასევე შეხვდება ამერიკის შეერთებული შტატების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს და ამერიკის წამყვანი კვლევით ცენტრების და მედიის წარმომადგენლებს. ვიზიტის ფარგლებში თამარ ბერუჩაშვილი სიტყვით გამოვა ატლანტიკური საბჭოს კონფერენციაზე,რომლის სახელწოდებაა "ტრანსატლანტიკური სტრატეგია აღმოსავლეთ ევროპისთვის". მინისტრი ბერუჩაშვილი მონაწილეობას მიიღებს შეერთებული შტატების სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში დაგეგმილ დისკუსიაში, რომელიც ამერიკის ერთ-ერთი უძველესი და გავლენიანი ინსტიტუტია საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებში. საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის და შეხვედრების მთავარი თემა იქნება საქართველოს უსაფრთხოების გარემო, ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები, საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის მიმართულებები და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები, ასევე რიგის სამიტი, საქართველოს დემოკრატიული განვითარება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.