უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო რუსეთს მინსკის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს. პოროშენკომ პოლონური ტელევიზია TVN24-ის ეთერში განაცხადა, რომ ის ვერ ხედავს კონფლიქტის სამხედრო გზით გადაწყვეტის შესაძლებლობას და ყველა მოლაპარაკების მაგიდას უნდა მიუსხდეს.
"ჩვენ შევქმენით ახალი არმია, რომელსაც ტერორისტების შეკავება შეუძლია, მაგრამ სამხედრო ძალებით ამ კონფლიქტს ვერ დავასრულებთ. რუსეთს მილიონი ჯარისკაცი ჰყავს, ყველაზე დიდი და ძლიერი არმია მსოფლიოში და ჩვენ არ შეგვიძლია, მას წინ აღვუდგეთ", - განაცხადა პოროშენკომ.
მისივე თქმით, უკრაინა თავის ვალდებულებებს ასრულებს მაშინ, როდესაც რუსეთი მინსკის შეთანხმებას ამ დრომდე უგულვებელყოფს.
მასალის გამოყენების პირობები