ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ემზარ კვიციანის დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე იმსჯელებენ.
კვიციანის ადვოკატი ლექსო კობაიძე ამბობს, რომ დღევანდელ პროცესზე სასამართლო იმ საპროცესო შეთანხმებას დაამტკიცებს, რომელიც პროკურატურასა და კვიციანს შორის გაფორმდა.
„ვთვლი, რომ პროკურატურამ ის გადაწყვეტილება მიიღო, რაც აქამდე უნდა მიეღო, რადგან მტკიცებულებები, რომლის საფუძველზე 16 წელი მიუსაჯეს, პოლიტიკურად ანგაჟირებული იყო,“ - ამბობს ადვოკატი.
ემზარ კვიციანს პროკურატურა უკანონო ბანდფორმირებების ჩამოყალიბება-შექმნასა და სახელმწიფოს წინააღმდეგ ამბოხს ედავებოდა. სასამართლომ კვიციანს 16 წელი, სასჯელის უმაღლესი ზომა მიუსაჯა. ამნისტიის შესახებ კანონის გათვალისწინებით კი, მსჯავრდებულს ოთხი წელი მოაკლდა და საბოლოო სასჯელი 12 წლით განისაზღვრა.
ადვოკატის განცხადებით, სააპელაციო სასამართლოში დღევანდელ სხდომას ემზარ კვიციანიც დაესწრება.
მასალის გამოყენების პირობები