აზერბაიჯანის სასამართლომ გაუგრძელა წინასწარი პატიმრობის ვადა ჟურნალისტ ხადიჯა ისმაილოვას, რომელიც საგამოძიებო ჟურნალისტიკით იყო დაკავებული. ბაქოს სასამართლოს გადაწყვეტილებით, ისმაილოვა კვლავ ორი თვით დარჩება საპატიმროში. მას ბრალად ედება რადიოს თანამშრომლის თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანა. ისმაილოვა მის წინააღდეგ წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულად თვლის. დეკემბრის ბოლოს რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის ბაქოს ბიურო პოლიციამ გაჩხრიკა და დალუქა. ბიუროს ათეულობით ჟურნალისტი და შტატგარეშე თანამშრომელი მათ შრომით საქმიანობასთან დაკავშირებით დაკითხეს .
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები