პოლიტიკა
ხადიჯა ისმაილოვა წინასწარ პატიმრობაში რჩება
აზერბაიჯანის სასამართლომ გაუგრძელა წინასწარი პატიმრობის ვადა ჟურნალისტ ხადიჯა ისმაილოვას, რომელიც საგამოძიებო ჟურნალისტიკით იყო დაკავებული. ბაქოს სასამართლოს გადაწყვეტილებით, ისმაილოვა კვლავ ორი თვით დარჩება საპატიმროში. მას ბრალად ედება რადიოს თანამშრომლის თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანა.
ისმაილოვა მის წინააღდეგ წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულად თვლის. დეკემბრის ბოლოს რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის ბაქოს ბიურო პოლიციამ გაჩხრიკა და დალუქა. ბიუროს ათეულობით ჟურნალისტი და შტატგარეშე თანამშრომელი მათ შრომით საქმიანობასთან დაკავშირებით დაკითხეს .
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები