ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ემზარ კვიციანი პატიმრობიდან გაათავისუფლა. პროცესის დაწყებამდე კვიციანის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე აცხადებდა, რომ დაცვის მხარესა და პროკურატურას შორის საპროცესო შეთანხმება მიღწეული იყო და ისინი მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებოდნენ.
ემზარ კვიციანს ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ 16-წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რომელიც შემდგომ დაცვის მხარემ სასამართლოში გაასაჩივრა.
ემზარ კვიციანი რუსეთიდან საქართველოში გასული წლის თებერვალში დაბრუნდა. სამართალდამცველებმა იგი აეროპორტში დააკავეს.
მასალის გამოყენების პირობები