ევროსაბჭომ რუსეთის მიმართ სანქციები ძალაში დატოვა და აპრილამდე ხმის უფლება შეუჩერა.
148 მომხრე და 64 წინააღმდეგი, – ასეთია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე გამართული კენჭისყრის შედეგი.
ევროპარლამენტში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ალექსეი პუშკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი საპარლამენტო ასამბლეას 2015 წლის ბოლომდე ტოვებს.
გარდა ამისა, რუსმა პარლამენტარმა აღნიშნა, რომ ამ დროის მანძილზე გადაწყდება დატოვეს თუ არა რუსეთი ევროსაბჭოს.
"რუსეთი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ტოვებს" - ამის შესახებ რუსეთის დელეგაციის წევრმა, დუმის დეპუტატმა რობერტ შლეგელმა "ტვიტერის" საკუთარ გევრდზე დაწერა. მას არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობს ამ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები