პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ეს წელი დალხენილი არ იქნება
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ეს წელი მაინცდამაინც დალხენილი არ იქნება. მან ისაუბრა ნეგატიური პროცესების შესახებ, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს და მთავრობის წევრებს მეტი მობილიზებისკენ მოუწოდა.
პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკურ გუნდს მიმართა, რომ ყოველი თვის დასაწყისში მთავრობის სხდომაზე წარმოადგინონ ანგარიში იმის თაობაზე, თუ როგორ სრულდება ბიუჯეტი. ირაკლი ღარიბაშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ თუ რომელიმე უწყება არგუმენტების გარეშე ვერ მოახდენს ბიუჯეტის ათვისებას, ის გამოდის ინიციატივით, ეს თანხები მიმართული იქნას სარეზერვო ფონდში და გამოიყენონ სხვა უწყებებისთვის და სხვა მიმართულებით მიზნობრივად.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები