პოლიტიკა
ეროვნული ბანკი - ქვეყანაში ინფლაციის საშიშროებაა

"ქვეყანაში ინფლაციის საშიშროებაა," - ამის შესახებ განცხადება "ეროვნული ბანკის" პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ, გააკეთა.

ქადაგიძის განცხადებით, ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით საგანგაშო ნიშნულს აღწევს. ქადაგიძის აზრით, არის პროდუქტების გაძვირების საფრთხე.

"ჩვენი აზრით, ლარის გაუფასურებამ მიაღწია იმ ზღვარს, როდესაც არსებობს ინფლაციის საფრთხე. ასევე მოლოდინია ფასების ზრდასთან დაკავშირებით. ამ პროცესებით განსაკუთრებით ზარალდება მოსახლეობა, რომელსაც შემოსავალი აქვს ლარში და გადასახადები დოლარში. ჩვენ შევიმუშავეთ სამომავლო მოქმედებების გეგმა. გამკაცრდება კონტროლი და მონეტარული პოლიტიკა, გამოყენებული იქნება ყველა მაქსიმალური ზონა, რათა შენარჩუნდეს მაკროეკონომიკური სტაბილურობა," - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

ქადაგიძემ მთავრობას მოუწოდა, ახალ რეალობას მოარგოს ეკონომიკური ზრდის 5%-იანი ნიშნული.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, აუცილებელია, რეალური სურათი შეიქმნას. ამისათვის კი ქადაგიძე ფიქრობს, რომ სახელმწიფომ ახალი სამოქმედო გეგმა უნდა შეიმუშაოს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.