რუსეთის პრეზიდენტმა პარლამენტში ახალი კანონპროექტი შეიტანა, რომელიც აძლიერებს რუსეთის მოქალაქეთა სარეგისტრაციო, უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა მიგრაციული აღრიცხვის წესების დამრღვევთა პასუხისმგებლობას.
განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონი მიმართულია „რეზინის სახლების“ წინააღმდეგ, სადაც ფიქტიურად ასობით ადამიანია დარეგისტრირებული.
კანონის დამტკიცების შემთხვევაში ფიქტიური რეგისტრაციისათვის დაწესდება სასჯელი რომელიც ითვალისწინებს იძულებით სამუშაოებს 3 წლამდე ვადით, ამავე ვადით თავისუფლების აღკვეთას ან ჯარიმას 100 ათასიდან 500 ათასამდე რუბლის ოდენობით. შესაძლო დამატებით სასჯელად შეიძლება იქცეს გარკვეული თანამდებობის დაკავების უფლების დაკარგვა. შესაბამისი მუხლი სავარაუდოდ სისხლის სამართლის კოდექსში შევა.
ასევე გამკაცრდება ზომები იმ პირთა მიმართ, ვინც უცხოეთის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს აღრიცხვაზე ფიქტიურად დააყენებს . ამასთან ფედერალური მნიშვნელობის ქალაქებში –მოსკოვსა და სანქტ–პეტერბურგში ჯარიმის თანხა მეტი იქნება.
რუსეთის ხელისუფლების მონაცემებით 2011 წელს 6400 მისამრთზე 300 ათასამდე მოქალაქე დერეგისტრირდა.
მასალის გამოყენების პირობები