პოლიტიკა
ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა საქართველოსთან პროგრესს მიაღწიეს
საქართველოში საწვრთნელი ცენტრის ამოქმედებაში 12-ზე მეტი ალიანსის მოკავშირე ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ განცხადება ნატოს გენერალურმა მდივამა იენს სტოლტენბერგმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ გააკეთა. შეხვედრა ბრიუსელში თავდაცვის მინისტრების დონეზე მიმდინარეობდა. სტოლტენბერგის თქმით, ცენტრი, რომელშიც წვრთნას ერთად გაივლიან ალიანსის, საქართველოს და პარტნიორი ქვეყნების ჯარისკაცები, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ნატოსთვისაც. კომისიის სხდომის შემდეგ ასევე გაკეთდა ერთობლივი განცხადება „საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში მიმდინარე პოზიტიური ძვრების“ შესახებ. ნატოს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისადმი მხარდაჭერა, დაგმო რა რუსეთის მიერ საქართველოში გადადგმული ნაბიჯები. სტოლტენბერგის თქმით, ნატო შეშფოთებულია კრემლის მიერ აფხაზეთთან თანამშრომლობის თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულებით და სამხრეთ ოსეთთან მსგავსი შეთანხმების გეგმებით. ალიანსის გენერალურმა მდივანმა რუსეთს მოუწოდა გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან და უკან წაიღოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.