შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების ყოფილ მაღალჩინოსანს ოლეგ მელნიკოვს უკრაინის სასამართლომ თორმეტ თვიანი პატიმრობა შეუფარდა. მისი ექსტრადირების საკითხი ჯერ ისევ არ არის გადაწყვეტილი.
რუსული მედიის ცნობით, უკრაინულმა სასამართლომ მელნიკოვის წინააღმდეგ საქართველოს პროკურატურის ბრალდებები არასაკმარისად მიიჩნია.
შეგახსენებთ, რომ მელნიკოვი 2012 წლის 5 დეკემბრიდან იძებნებოდა და იგი სამართალდამცავებმა 8 დეკემბერს უკრაინაში დააკავეს. მას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ედება ბრალი და აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული.
მასალის გამოყენების პირობები