პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი: მზად ვართ შერიგებისთვის ჩვენს დებთან და ძმებთან - აფხაზებსა და ოსებთან
"უკრაინამდე იყო საქართველო, მაშინ რომ მეტი ყურადღება ყოფილიყო საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, უკრაინის კრიზისი არ იქნებოდა",-  განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიუნხენის 51-ე უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო სესიაში: „უკრაინის მიღმა -გადაუჭრელი კონფლიქტები ევროპაში.’’
საქართველოს მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებით უკრაინის კრიზისის თავიდან აცილება შეიძლებოდა. პრემიერი მიესალმება ანგელა მერკელისა და ფრანსუა ოლანდის ვიზიტს მოსკოვში და მათ ძალისხმევას კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით გადაჭრის შესახებ. სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთთან დიალოგისა აღდგენა ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა იყო. მისივე თქმით, საქართველომ კონსტრუქციული ნაბიჯები გადადგა, რასაც რუსეთის მხრიდან ადეკვატური პასუხი არ მოჰყოლია. საერთაშორისო ფორუმის ტრიბუნიდან ირაკლი ღარიბაშვილმა შეშფოთება გამოხატა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან ე.წ მოკავშირეობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება. პრემიერი დარწმუნებულია, რომ აფხაზეთს და ე.წ სამხრეთ ოსეთს საქართველოს გარეშე მომავალი არ გააჩნიათ.
რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის საკითხს, პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს ხელისუფლება მზად არის მოლაპარაკებებისთვის, რომელსაც კარგი მომზადება სჭირდება.
“თუმცა, შეხვედრა შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული,”-განაცხადა პრემიერმა. სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული კურსი შეუქცევადია.
სესიაში- „უკრაინის მიღმა-გადაუჭრელი კონფლიქტები ევროპაში", საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, სერბეთის პრემიერ-მინისტრი ალექსანდერ ვუჩიჩი და ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრი ვესნა პუსიჩი.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.