ირაკლი ოქრუაშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პატიმრობიდან გათავისუფლდა. ოქრუაშვილს ბრალი მოეხსნა შეიარაღებული ფორმირების შექმნისა და მეთაურობის საქმეზე. საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ესებუამ, შესვენების შემდეგ გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობა და სამსახურებრივი გულგრილობის საქმეზე ყოფილი თავდაცვის მინისტრს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 15 ათასლარიანი გირაოთი შეეცვალა.
აღნიშნული გადაწყვეტილება პროკურატურის შუამდგომლობის გათვალისწინებით მოსამართლემ იქიდან გამომდინარე მიიღო, რომ მიიჩნია, ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში თავისი ნებით დაბრუნდა და იგი აღარ დაემალება მართლმსაჯულებას.
მასალის გამოყენების პირობები