იძულებით დათმობილ ქონებასთან დაკავშირებული საჩივრების შესწავლა დასრულდა
13:00 / 10.02.2015
ქონებრივ დავებთან დაკავშირებულ საკითხებზე და ამ მიმართულებით პრობლემის გადაჭრის გზებზე მთავარი პროკურატურის მესვეურებმა პარლამენტის წევრებთან და მთავრობის წარმომადგენლებთან კონსულტაციები გამართეს, სადაც ითქვა, რომ მთავარმა პროკურატურამ დაასრულა იძულებით დათმობილ ქონებასთან დაკავშირებით უწყებაში შესული საჩივრების შესწავლა-იდენტიფიცირება. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძემ, რომელიც კონსულტაციებში იღებდა მონაწილეობას, განმარტა, რომ საქმეები კატეგორიებად დაიყო. შეფასდა, რა ოდენობის ზიანზეა საუბარი, იძულებით გადაცემული თუ მიყიდული ქონებიდან რამდენია სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩენილი, რამდენია გასხვისებული. „ამის საფუძველზე შესაძლებელი გახდა ითქვას, თუ რას და რამდენს მოერევა სახელმწიფო. ეს საქმე დასრულებულია. ახლა უნდა დაიწყოს ყველა კონკრეტულ შემთხვევაში საქმის სამართლებრივი შესწავლა-გამოძიება იმის დასადგენად, მაგალითად, კონკრეტულ პირს აიძულეს თუ არა ქონების სიმბოლურ ფასად ვინმესთვის მიყიდვა, რაც სახელმწიფოს არ გადასცემია“ - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები