პოლიტიკა
მინსკში საკონტაქტო ჯგუფის მოლაპარაკებები გაგრძელდება
უკრაინის მედია უარყოფს რუსეთის სააგენტოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში კონფლიქტის რეგულირების საკითხზე სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის მინსკში შეხვედრის შედეგებზე. სააგენტო „უნიანი“ წერს, რომ 10 თებერვალს მინსკში არ მიუღიაღ გადაწყვეტილებები და მოლაპარაკებები ამ ფორმატში 11 თებერვალსაც გაგრძელდება. მანამდე „ტასმა“, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ მხარეებმა მოახერხეს ცეცხლის შეწყვეტაზე, მისი კონტროლის მექანიზმებზე შეთანხმება. და რომ მოლაპარაკებების მონაწილეებმა შეათანხმეს ურთიერთშეხების წერტილებიდან მძიმე შეიარაღების გატანის სქემა. „ინტერფაქსმა“ მოიყვანა დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენელ დენის პუშილინის სიტყვები: „საკონტაქტო ჯგუფის მონაწილეებს გადავეცით ჩვენი წინადადებები, დაველოდებით მათ პასუხს“. უკრაინის მედიის თანახმად, სეპარატისტების წინადადებები მოლაპარაკებებზე არც კი განხილულა. საკონტაქტო ჯგუფის 10 თებერვლის მინსკის სხდომაში მონაწილეობა მიიღეს უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ, კიევში რუსეთის ელჩმა მიხაილ ზურაბოვმა, ეუთოს საგანგებო წარმომადგენელმა ჰაიდი ტალიავინიმ, აგრეთვე დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკების წარმომადგენლებმა. მოლაპარაკებების წინა რაუნდი ბელორუსიის დედაქალაქში 31 იანვარს გაიმართა, თუმცა შედეგი არ მოუტანია
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.