პოლიტიკა
მინსკში მოლაპარაკებები გრძელდება
მინსკში უკვე 12 საათია მიმდინარეობს „ნორმანდიული ოთხეულის“ სამიტი, რომელზეც უკრაინის, გერმანიის და საფრანგეთის ლიდერები, რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან, დონბასის კონფლიქტთან დაკავშირებით, შეთანხმებას ცდილობენ. Associated Press ავრცელებს მიმდინარე მოლაპარაკებების ძირითადი პუნქტების შესახებ ინფორმაციას იმ პირობების შესახებ, რომლებზეც პეტრო პოროშენკო, ვლადიმერ პუტინი, ფრანსუა ოლანდი და ანგელა მერკელი ცდილობენ შეთანხმების მიღწევას: 1. უკრაინას სურს აღმოსავლეთ რეგიონში სადემარკაციო ხაზი დარჩეს ისე, როგორც მხარეებმა სექტემბერში შეათანხმეს. რუსეთს კი სურს ახალი ხაზის გავლება და ამბოხებულებისთვის იმ ტერიტორიის მიკუთვნება, რაც მათ ბოლო თვეების განმავლობაში დაიკავეს. 2. რუსეთი აცხადებს, რომ მისი სამხედროები და არტილერია აღმოსავლეთ უკრაინაში არ არის, უკრაინა კი მას ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს. 3. უკრაინას სურს აღადგინოს კონტროლი რუსეთთან საზღვარზე, იმისათვის რომ გააკონტროლოს რუსეთიდან მებრძოლებისა და იარაღის შედინების პროცესი, მოსკოვი კი აცხადებს, რომ ეს საკითხი ამბოხებულებმა უნდა გადაწყვიტონ. 4. უკრაინა აცხადებს, რომ მას შეუძლია სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს უფრო მეტი უფლება მისცეს უკრაინის კანონდებლობის მიხედვით, რუსეთი კი ამის გარანტიებს ითხოვს და კიევს მოუწოდებს იზრუნოს აღმოსავლეთ რეგიონის ფინანსური ბლოკადის მოხსნაზე. "მოლაპარეკებები მძიმედ მიმდინარეობს, თუმცა წარმატების იმედი არის", - აღნიშნა უკრაინის საგარეო სამქეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ევგენი პერებიინისმა, შესვენების დროს. თავის მხრივ, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ჟურნალისტების კითხვაზე, თუ როგორ მიმდინარეობს დიალოგი, მხოლოდ ერთი სიტყვა ისროლა : „სუპერ!“
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
17 / აპრილი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.