უკრაინის თაობაზე მინსკის მოლაპარაკებები , რომელშიც უკრაინის, რუსეთის, საფრანგეთის პრეზიდენტები და გერმანიის კანცლერი მონაწილეობდნენ, თითქმის, 14 საათს გაგრძელდა.
უკრიანის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ განაცახადა, რომ მოლაპარაკებებზე რუსეთის მიერ წამოყენებული პირობები - მიუღებელია, იტყობინება Reuters.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მინსკის შეხვედრაზე «კარგი ამბები ჯერ არ არის“, «თუმცა, იმედი რჩება“.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, შეხვდრის მონაწილეებმა მოლაპარაკებების დარბაზი დატოვეს, მათ შორის, პირველად- უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ, ხოლო შემდეგ- რუსეთის პირველმა პირმა- ვლადიმერ პუტინმა.
თუმცა, Reuters წერს, რომ რუსეთის, საფრანგეთის, უკრაინის და გერმანიის კანცლერის მოლაპარაკებები განახლდა და ისევ გაგრძელდება.
მოსალოდნელია, რომ ხანმოკლე ორმხრივი შეხვედრა გაიმართება ფრანსუა ოლანდსა და ანგელა მერკელს შორის.
მინსკში მოლაპარაკებებზე დონეცკისა და ლუგანსკის თვითაღიარებული რესპუბლიკის ხელმძღვანელებიც ჩავიდნენ.
მასალის გამოყენების პირობები