სამეგრელო–ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილემ, ვახტანგ ცხადაიამ დაკავებული თანამდებობა განცხადების საფუძველზე დატოვა. რადიო „ათინათი“ გუბერნატორის უკვე ყოფილ მოადგილეს ვახტანგ ცხადაიას დაუკავშირდა.
კითხვაზე, გაათავისუფლეს თუ არა ის პოლიტიური ნიშნით და ჰქონდა თუ არა მასზე ზეწოლას ადგილი, „ცხადაიამ განაცხადა, რომ მან დაკავებული თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვა.
მასალის გამოყენების პირობები