ზურაბ ჟვანიას მეგობრები, ყოფილი თანაგუნდელები და დაცვის წევრები სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ. ისინი მედიას ყოფილი პრემიერის სექსუალური ორიენტაციის გარშემო მიმდინარე საუბრის შეწყვეტას სთხოვენ.
ზურაბ ჟვანიას ახლობლების განმარტებით, დისკუსია შეურაცხმყოფელია მთელი საზოგადოებისთვის.
განცხადების ავტორები საკითხის ტირაჟირებისგან თავის შეკავებისკენ გამოძიებასაც მოუწოდებენ.
განცხადება ზურაბ ჟვანიას მეგობრების სახელით დღეს კინორეჟისორმა ელდარ შენგელაიამ წაიკითხა და 2005 წლის 3 თებერვლის ფაქტი "მკვლელობად" შეაფასა.
„მივმართავთ ქართველ საზოგადოებას, პრესას, საგამოძიებო ორგანიზაციებს, ის, რაც ხდება ზურაბ ჟვანიას სახელის ირგვლივ, არის სრულიად შეუწყნარებელი და შეურაცხმყოფელი არა მარტო ჩვენთვის, არამედ ჩვენი ოჯახის წევრებისათვის. გამოვთქვამთ რწმენას და იმედს, რომ საქართველოს პროკურატურა დროულად გამოიძიებს 2005 წლის 3 თებერვალს მომხდარ მკვლელობას,” - განაცხადა პრესკონფერენციაზე კინორეჟისორმა ელდარ შენგელაიამ.
მასალის გამოყენების პირობები