„მშიშარა დეპუტატები, შეუთანხმებლად მიღებული გადაწყვეტილებები, განხილვის გარეშე ჩამოყალიბებული პოზიცია, - ეს არ არის დემოკრატია,“ - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით მიმდინარე დაპირისპირებას მისი ერთ-ერთი წევრი, ზაქარია ქუცნაშვილი, რომელმაც საკუთარი კანდიდატურა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე დააყენა.
ზაქარია ქუცნაშვილი დღეს „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მივიდა, სადაც ფრაქციის სხდომა იმართება.
ქუცნაშვილმა დაადასტურა, რომ განხეთქილება გუნდში არსებობს და ამას ადასტურებს 19 დეპუტატის მიერ გავრცელებული განცხადება, რომელშიც ისინი ამბობენ, რომ მათთან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის კრიტერიუმები არავის შეუთანხმებია.
მასალის გამოყენების პირობები