პოლიტიკა
სააკაშვილი საერთაშორისო ურთიერთობებში უკრაინის წარმომადგენელიც იქნება

"მიხეილი გახდება უკრაინის წარმომადგენელი საზღვარგარეთ და ამავდროულად, საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენელი უკრაინაში," -  ნათქვამია  უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს, განცხადებაში, რომელიც სააკაშვილის მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელად დანიშვნასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდნეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

განცხადებაში საუბარია იმაზე, თუ რატომ იქნა ეს გდაწყვეტილება მიღებული და როგორ შესძლებს უკრაინა სააკაშვილის გამოცდილების გამოყენებას.

გასატარებელი რეფორმების კოორდინირებასთნ ერთად კი საუბარია საერთაშორისო თვალსაზრისით  სააკაშვილის ურთიერთობებზე.

"მიხეილი გახდება უკრაინის წარმომადგენელი საზღვარგარეთ და ამავდროულად, საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენელი უკრაინაში. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, მიხეილი ჩამოაყალიბებს ორმხრივ კომუნიკაციას უკრაინას და მსოფლიოს შორის რეფორმების საკითხზე. იგი გამოიყენებს საუკეთესო უცხოურ გამოცდილებას და ღირსეულად წარმოგვადგენს ჩვენ საზღვარგარეთ," -  აღნიშნა პოროშენკომ.

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, გუშინ გვიან ღამით ხელი მოაწერა ბრძანებულებას მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელად დანიშვნის შესახებ.

ბრძანებულებაში, რომლის ნომერია 78/2015 ნათქვამია, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტის რეფორმების საერთაშორისო საბჭოს უხელმძღვანელებს.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ სააკაშვილი რჩევებს მისცემს პრეზიდენტს რეფორმების გატარების საკითხში და ამასთან, მისი რჩევებით მოხდება პრეზიდენტის რეფორმების პაკეტის შემუშავება, რომელსაც პრეზიდენტი უკრაინის რადას დასამტკიცებლად წარუდგენს.

პრეზიდენტის ბრძანებულება გამოქვეყნებიდან 3 დღეში შევა ძალაში.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.