"მიხეილი გახდება უკრაინის წარმომადგენელი საზღვარგარეთ და ამავდროულად, საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენელი უკრაინაში," - ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს, განცხადებაში, რომელიც სააკაშვილის მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელად დანიშვნასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდნეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
განცხადებაში საუბარია იმაზე, თუ რატომ იქნა ეს გდაწყვეტილება მიღებული და როგორ შესძლებს უკრაინა სააკაშვილის გამოცდილების გამოყენებას.
გასატარებელი რეფორმების კოორდინირებასთნ ერთად კი საუბარია საერთაშორისო თვალსაზრისით სააკაშვილის ურთიერთობებზე.
"მიხეილი გახდება უკრაინის წარმომადგენელი საზღვარგარეთ და ამავდროულად, საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენელი უკრაინაში. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, მიხეილი ჩამოაყალიბებს ორმხრივ კომუნიკაციას უკრაინას და მსოფლიოს შორის რეფორმების საკითხზე. იგი გამოიყენებს საუკეთესო უცხოურ გამოცდილებას და ღირსეულად წარმოგვადგენს ჩვენ საზღვარგარეთ," - აღნიშნა პოროშენკომ.
უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, გუშინ გვიან ღამით ხელი მოაწერა ბრძანებულებას მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელად დანიშვნის შესახებ.
ბრძანებულებაში, რომლის ნომერია 78/2015 ნათქვამია, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტის რეფორმების საერთაშორისო საბჭოს უხელმძღვანელებს.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ სააკაშვილი რჩევებს მისცემს პრეზიდენტს რეფორმების გატარების საკითხში და ამასთან, მისი რჩევებით მოხდება პრეზიდენტის რეფორმების პაკეტის შემუშავება, რომელსაც პრეზიდენტი უკრაინის რადას დასამტკიცებლად წარუდგენს.
პრეზიდენტის ბრძანებულება გამოქვეყნებიდან 3 დღეში შევა ძალაში.
მასალის გამოყენების პირობები